Thumbnail

მოიპარა თუ არა ტეკაშიმ GOOBA-ს მელოდია - კომპოზიციების შედარება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქსნაინის წინააღმდეგ სასამართლოში მორიგი სარჩელი შევიდა. ამჯერად რეპერს ტექსასელი პროდიუსერების გაერთიანება Beatdemons უჩივის. მათი მტკიცებით, ტეკაშიმ თავიანთი 2018 წლის კომპოზიციიდან Regular მელოდია და ინსტრუმენტალის სტრუქტურა მოიპარა და თავის 2020 წლის ჰიტში GOOBA გამოიყენა.

Tekashi 6ix9ine განმარტავს, როგორ დაიკლო წონაში

შედარებისთვის მოისმინეთ ორივე კომპოზიციის ბითი:

Beatdemons ფიქრობს, რომ თავიანთ ნამუშევარს რეპერმა ან მისმა წარმომადგენლებმა მოუსმინეს, რის შემდეგაც ბითის კოპირება მოახდინეს. პროდიუსერები ფინანსური ზარალის ანაზღაურებასა და კომპოზიციის შემოსავლებიდან წილის მიღებას მოითხოვენ.

ბრალდებას შემსრულებლის ადვოკატი, ლენს ლაზარო გამოეხმაურა:

"უსაფუძვლო საჩივარია. მორიგი მცდელობაა, რომ ტეკაშის წარმატებით ფული იშოვონ. დარწმუნებული ვართ, სასასამართლო ამ საქმეს წარმოებაში არ მიიღებს".

Tekashi 6ix9ine-ის კლიპი GOOBA იუთუბზე რამდენიმე საათით დაიბლოკა

GOOBA მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლია. საპატიმროს დატოვების შემდეგ გამოშვებული კომპოზიცია პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული