Thumbnail

დემი ლოვატომ გაამხილა, რატომ მოიხმარდა ნარკოტიკებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ მსახიობ დაიან გერეროს პოდკასტში Yeah No, I'm Not OK მონაწილეობისას საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობასა და წამალდამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც 28 წლის არტისტმა გაამხილა, ნარკოტიკებს იმიტომ მოიხმარდა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრი ამოეგდო თავიდან.

დემი ლოვატო საუბრობს, რაში დაეხმარა ვარცხნილობის შეცვლა

"ნარკოტიკებმა კინაღამ შემიწირეს, მაგრამ ამავდროულად სწორედ მათი საშუალებით გადავურჩი სიკვდილს არაერთხელ. იყო დრო, როცა სუიციდურ ფიქრებთან მიწევდა გამკლავება. ნარკოტიკების მიღებას კი მათ საწინააღმდეგო მექანიზმად აღვიქვამდი - ვცდილობდი, ყურადღება გადამეტანა. მართლა ძალიან დიდ ტკივილში ვცხოვრობდი, არ მინდოდა სიკვდილი და არც ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ახლა უკვე სხვა საშუალებებს მივმართავ, ვიცი, როგორ გავუმკლავდე თვითმკვლელობაზე ფიქრს, ასე რომ, იმავეს აღარ გავიმეორებ", - ამბობს ლოვატო.

მუსიკოსმა ისიც განმარტა, რატომ გადაწყვიტა საკუთარი წარსულის შესახებ საჯაროდ საუბარი.

"ადრე ცნობილ ადამიანებს ვაკვირდებოდი და მათ ჩემს თავს ვადარებდი. მეგონა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი, საკმარისად გამხდარი და ვფიქრობდი, სხვები როგორ ახერხებენ, რომ ასეთი სრულყოფილი ცხოვრება აქვთ-მეთქი. როცა თავად მოვექეცი ყურადღების ცენტრში, გავაანალიზე, რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმოდგენები იყო. არავის აქვს იდეალური ცხოვრება, უბრალოდ, გარედან ჩანს ასე", - ამბობს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მომღერალი ოპიოიდური საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით მიღების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში მანამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

დემი ლოვატო ხსნის, ჯანმრთელობის რა პრობლემები დაუტოვა ნარკოტიკებით ზედოზირებამ

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული