Thumbnail

მედიის ცნობით, ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანთან კომუნიკაცია სრულად გაწყვიტა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ქანიე ვესთისა და კიმ კარდაშიანის ვარსკვლავური წყვილი შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად შორდება. მედიაში აქამდე იწერებოდა, რომ რეპერი და ტელევარსკვლავი ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ, თუმცა, როგორც Page Six წყაროებზე დაყრდნობით წერს, ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებიან. გამოცემის ცნობით, არტისტმა ცოლთან პირდაპირი კავშირი ჯერ კიდევ მანამ გაწყვიტა, სანამ კარდაშიანი განქორწინების თაობაზე სასამართლოს მიმართავდა.

ნახეთ: ლექსი, რომელიც ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანს დაბადების დღეზე მიუძღვნა

ნახეთ, რომელი სიმღერა მიუძღვნა ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანს

"არსებული ინფორმაციით, ქანიემ ტელეფონის ნომრები გამოცვალა და კიმს უთხრა - თუ საქმე გექნება, შეგიძლია, ჩემს უსაფრთხოების სამსახურს აცნობოო. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მათ კონტაქტი გაწყვეტილი აქვთ, წყაროები გვეუბნებიან, რომ ქანიე ჩართულია შვილების - ნორთის, სენთის, ჩიკაგოსა და ფსალმის აღზრდაში. ის ბავშვების მოსანახულებლად რეგულარულად მიდის კალიფორნიის შტატში, ქალაქ კალაბასასში მდებარე სახლში მაშინ, როცა კიმი იქ არ არის - ამაზე ორივე ერთობლივად შეთანხმდა. ის ქანიეს თავისუფლად ანდობს ბავშვებს. იცის, რომ მას შვილები უყვარს. კარდაშიანი ვესთის მოსვლამდე ტოვებს ბინას, ქანიე კი მხოლოდ ამის შემდეგ შედის და ბავშვებთან ერთად დროს ატარებს. მათ ძიძების მთელი არმია ჰყავთ, ასე რომ, ეს სქემა კარგად მუშაობს", - აცნობეს Page Six-ს.

ქანიე შვილებთამ ერთად

რაც შეეხება ქანიეს მუსიკალურ მოღვაწეობას, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ალბომზე Donda მუშაობა განაახლა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ვესთის კომპანიამ Yeezy და ბრენდმა Gap ერთობლივ კოლექციაზე აქტიური მუშაობა დაიწყეს.

ქანიე ვესთმა ალბომზე Donda მუშაობა განაახლა

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული