Thumbnail

ლენონისა და მაკკარტნის პასუხები კითხვაზე - აწყობდა თუ არა "ბითლზი" ორგიებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1968 წელს გამოცემული The Beatles: The Authorised Biography, რომელზეც მწერალმა ჰანტერ დევისმა იმუშავა, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიოგრაფიულ წიგნად რჩება. თუმცა, კოლექტივის წევრი, ჯონ ლენონი მიიჩნევდა, რომ ნაშრომი არასრულყოფილი იყო, რადგანაც მასში არაფერი იყო მოთხრობილი იმ თავგადასავლების შესახებ, რომლებშიც "ბითლზი" ტურნეებში ყოფნის პერიოდში ეხვეოდა.

The Beatles-ის სიმღერა, რომლის ჩაწერითაც პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონს გული ატკინა

პოლ მაკკარტნი: ჯონ ლენონამდე ჩემი მუსიკა არავის აინტერესებდა

პოლ მაკკარტნის რჩეული სიმღერა ჯონ ლენონის სოლო შემოქმედებიდან

"მასში არაფერი იყო მოთხრობილი ორგიებისა და მთელი იმ აურზაურის შესახებ, რაც ტუნეების დროს ხდებოდა. მე მინდოდა, რომ ეს რეალური ფაქტებით გაჯერებული წიგნი გამოსულიყო, მაგრამ ყველას ცოლები გვყავდა და მათთვის გულის ტკენა არ გვინდოდა. "ბითლზის" ტურნეები ფედერიკო ფელინის ფილმს "სატირიკონს" ჰგავდა. ცხოვრების ასეთი წესი გვქონდა", - ამბობდა ჯონი Rolling Stone-თან ინტერვიუში.

პოლ მაკკარტნის თქმით კი, არ ახსოვდა, ოდესმე ორგიებში მიეღო მონაწილეობა.

"არანაირი ორგიები არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი. იყო შემთხვევითი სექსუალური კავშირები და იყვნენ ფანები, რომლებიც ჯგუფის წევრებთან დაწოლაზე უარს არ ამბობდნენ. ასე აღვიქვამ, რადგან ორგიების მოყვარული არ გახლავართ. პირადად მე ამ მომენტში დამატებით ვინმე არ მჭირდება. ეს ყველაფერს აფუჭებს. მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. შესაძლოა, ჯონმა მეტი რამ გამოსცადა, ვიდრე მე. ჩემი თავგადასავლები გიჟური არა, მაგრამ სახალისო იყო", - ამბობდა 2018 წელს ჟურნალთან GQ საუბარში მაკკარტნი.

The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული