Thumbnail

სელენა გომესი საუბრობს, რატომ სურს მუსიკალური კარიერის დასრულება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა ამერიკულ Vogue-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ მუსიკიდან წასვლაზე ფიქრობს, რადგანაც საზოგადოება მას საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამს. 28 წლის არტისტის თქმით, მანამ კარიერის დასრულების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს, სურს, კიდევ ერთი ალბომი გამოუშვას, რათა ახალი ნამუშევრით მეტი ადამიანის მოწონება დაიმსახუროს.

სელენა გომესის კულინარულ შოუში ქველმოქმედებისთვის $360 000 აგროვდა

"რთულია, გააგრძელო მუსიკის კეთება, როცა ხალხი უპირობოდ სერიოზულად არ აღგიქვამს. მქონდა მომენტები, როცა ვფიქრობდი - რა აზრი აქვს? რატომ უნდა გავაგრძელო ამის კეთება? ჩემი აზრით, Lose You to Love Me საუკეთესო სიმღერაა, რომელიც ოდესმე გამომიშვია. ზოგიერთი ადამიანისთვის კი ის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ვიცი, ბევრს მოსწონს ჩემი შემოქმედება და მადლიერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ალბომს შევქმნი, ის სხვანაირი იქნება. მინდა, ჩემს მუსიკას უკანასკნელი შანსი მივცე მანამ, სანამ, სავარაუდოდ, კარიერას დავასრულებ", - ამბობს გომესი.

არტისტის განცხადებით, სურს, სამსახიობო კარიერასა და პროდიუსინგზე გადაერთოს. აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად პლატფორმა Hulu-ს სერიალზე Only Murders in the Building მუშაობს.

ინტერვიუსთან ერთად გამოცემის გვერდებზე სელენას ფოტოებიც დაიბეჭდა. მისი სურათი Vogue-ის აპრილის ნომრის გარეკანზეც მოხვდა. ფოტოგრაფ ნედინ იუვერის ობიექტივში არტისტი Saint Laurent-ის, Dior-ის, Celine-ის, Gucci-ის, Alberta Ferretti-ის და Salvatore Ferragamo-ის სამოსშია აღბეჭდილი. ის ბებიისა და ბაბუის გარემოცვაშიც არის გამოსახული.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული