Thumbnail

მაილი საირუსი ხსნის, რა პრობლემა შეუქმნა ჰანა მონტანას როლის შესრულებამ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა პლატფორმა Spotify-ს პოდკასტში Rock This with Allison Hagendorf სტუმრობისას ისაუბრა, რა გავლენა მოახდინა მასზე ტელეკომპანია Disney Channel-ის სერიალში Hannah Montana მონაწილეობამ. 28 წლის მუსიკოსის თქმით, ჰანა მონტანას როლის შესრულებამ ის იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა.

ნახეთ: მაილი საირუსი სიმღერის Angels Like You კლიპს ავრცელებს

"იდენტობის კრიზისს რაც შეეხება - ჰანა მონტანას როლში თითქმის იმდენ დროს ვატარებდი, რამდენსაც მაილი საირუსში. ზოგადად, როდესაც პერსონაჟი გყავს, როცა გყავს ალტერეგო, უფრო დაფასებული ხარ. მილიონობით ფანი გიჩნდება და სუპერვარსკვლავი გგონია თავი. მე კი ჩემს თავს ვაკვირდებოდი და როდესაც პარიკი აღარ მეკეთა, აღარავის ვანაღვლებდი, ვარსკვლავი აღარ ვიყავი. ასე რომ, თავში ჩამებეჭდა - თუ ჰანა მონტანა არ ხარ, არავის ადარდებ", - აღნიშნავს მუსიკოსი.

მაილიმ იმაზეც ისაუბრა, როგორ მოახერხა ჰანა მონტანას ჩრდილიდან გამოსვლა.

"ჩემი ეს შეხედულება უნდა დამენგრია. ალბათ, ამიტომაც, შემდგომში ისეთი პერსონაჟი არასდროს შემიქმნია, რომელიც ჩემგან ძალიან იქნებოდა დაშორებული", - ამბობს მუსიკოსი და დასძენს, რომ ალბომი Bangerz მისი პირველი მცდელობა იყო, საკუთარი მე ეპოვა დისნეის პერსონაჟს მიღმა.

მაილი საირუსმა პოპულარობა სწორედ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული