Thumbnail

Drake: ალბომი Certified Lover Boy ძალიან მალე გამოიცემა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

5 მარტს გავრცელებული სამტრეკიანი ჩანაწერის Scary Hours 2 შემდეგ, კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი ალბომს Certified Lover Boy გამოუშვებს. მუსიკოსის თქმით, ნამუშევარი ძალიან მალე გამოიცემა, თუმცა, ზუსტი თარიღი მას არ გაუმხელია.

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

ემინემი დრეიქს: იცოდე, ერთ დღეს შენც შეგაქცევენ ზურგს

"ალბომზე Certified Lover Boy მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. ის ძალიან მალე გამოიცემა", - აცხადებს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ალბომი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში უნდა გავრცელებულიყო, თუმცა, მუსიკოსმა მისი გამოშვება გადადო.

რაც შეეხება ახლახან გამოქვეყნებულ EP-ის სახელწოდებით Scary Hours 2, მისი სინგლი What's Next გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მუსიკალური პლატფორმა "სპოტიფაის" ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად იქცა. ტრეკი 24 საათში 6,856 მილიონჯერ დაისტრიმა, რაც მიმდინარე წლის საუკეთესო შედეგია.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული