Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი სიმღერის Angels Like You კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი კომპოზიციაზე Angels Like You შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის Super Bowl დაწყებამდე გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზეა გადაღებული, რომელიც იმ ამერიკელ ექიმებს მიეძღვნა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. ივენთს 7 500 მედიცინის მუშაკი დაესწრო.

მაილი საირუსმა და ბილი აიდოლმა Super Bowl-ის დაწყებამდე ორი სიმღერა შეასრულეს

აღსანიშნავია, რომ კლიპის დასასრულს მაილი მსმენელებს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ გზით პანდემიის დამარცხება და კონცერტების დაბრუნება შესაძლებელია.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული