Thumbnail

ნახეთ: Doja Cat კომპოზიციის Streets კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა კალიფორნიელმა არტისტმა, ამალარატნა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat, კომპოზიციაზე Streets გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე ალბომში Hot Pink შედის, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ დოჟა ქეთი კლიპში TikTok-ის ერთ-ერთი ტრენდის, სილუეტ ჩელენჯის ცეკვას ასრულებს, რომელშიც ზემოხსენებულ ტრეკს ხშირად იყენებენ.

ნახეთ: Saweetie - Best Friend Ft. Doja Cat

დოჟამ მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მას ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. არტისტის შემოქმედება არენბის, ჰიპ ჰოპისა და პოპის სინთეზია. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Juicy, Boss Bitch, Say So და სხვა. სინგლის Say So რემიქს ვერსიით, რომელსაც დოჟა რეპერ ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, მუსიკოსმა ბილბორდის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული