Thumbnail

რომელი მუსიკოსების პერფორმანსებს ვიხილავთ 2021 წლის გრემიზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

14 მარტს ლოს ანჯელესში გრემის 63-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ცოტა ხნის წინ ღონისძიების ორგანიზატორებმა იმ არტისტების ვინაობა დაასახელეს, რომლებიც საღამოზე პერფორმანსებით წარდგებიან. მათ შორის იქნებიან: ბილი აილიში, ქარდი ბი, ტეილორ სვიფტი, კრის მარტინი, დუა ლიპა, ფოსთ მელოუნი, ბედ ბანი, ჰარი სტაილზი, როდი რიჩი, დაბეიბი, BTS და Megan Thee Stallion.

"2021 წლის გრემის დაჯილდოების სრული ლაინაფი გახდა ცნობილი. მიმდინარე წელს არტისტები, სოციალური დისტანცირების დაცვით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ მუსიკა გვაერთიანებს", - წერს ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია.

ღონისძიებაზე არტისტები სხვადასხვა საკონცერტო დარბაზიდან ჩაერთვებიან. ცერემონიის წამყვანი სამხრეთაფრიკელი კომიკოსი, ტრევორ ნოა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გრემიზე ყველაზე მეტი, ცხრა ნომინაცია პოპვარსკვლავ ბიონსეს ერგო, 6-6 ჯილდოსთვის კი იბრძოლებენ ბრიტანელი არტისტი დუა ლიპა, რეპერი როდი რიჩი და მომღერალი ტეილორ სვიფტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული