Thumbnail

მოუსმინეთ: ვაქომ ლაივ ალბომი Live in Tbilisi გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოსმა ვახტანგ ქანთარიამ, ფსევდონიმით ვაქო, ლაივ ალბომი Live in Tbilisi გაავრცელა. ნამუშევარი მან 2019 წელს ჩაწერა, ერთ წელიწადში კი კომპოზიციებს სხვადასხვა ინსტრუმენტი დაამატა. ჩანაწერში შესული ცხრავე სიმღერის ავტორი არტისტი თავად გახლავთ.

ნახეთ: ვაქო - საქანელა

ვახტანგ ქანთარიამ შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც ძმასთან, თემურთან ერთად დუეტი The W შექმნა. მუსიკოსი ჯგუფში 2016 წლამდე უკრავდა. 2017 წელს მან, სასცენო სახელით ვაქო, სოლო მოღვაწეობა დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი სადებიუტო ალბომი "ეგზისტენციალური ცდომილებები" გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული