Thumbnail

ამერიკელი მსახიობი, მოდელი და არენბი შემსრულებელი, დონ რიჩარდი ახალ კომპოზიციას Pilot (A Lude) და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეექვსე სოლო ალბომში Second Line: An Electro Revival იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა.

ნახეთ: Dawn Richard - Bussifame

დონ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა 2005 წელს გოგონების ბენდში Danity Kane დაიწყო. მას ჯგუფთან ერთად სამი ალბომი აქვს გამოცემული. 2009 წელს არტისტმა კალენა ჰარპერთან ერთად არენბი დუეტი Dirty Money ჩამოაყალიბა. მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ P. Diddy-სთან ერთად კომერციულად წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი Last Train to Paris გამოსცეს. 2012 წელს დუეტი დაიშალა. რაც შეეხება სოლო კარიერას, რიჩარდმა სადებიუტო ნამუშევარი Been a While 2005 წელს გამოუშვა. მას ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული