Thumbnail

ნახეთ: Plastikman-მა Prada-სთვის შექმნილი კომპოზიციები გამოაქვეყნა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი პროდიუსერი, რიჩი ჰოუტინი, პროექტით Plastikman, ცნობილი იტალიური მოდის სახლის Prada ონლაინ ჩვენებებისთვის შექმნილ სამ კომპოზიციას Sin Thetik, Narkosis / Spektre და Inxtro ავრცელებს. მუსიკოსმა ტრეკები ქალთა გაზაფხული/ზაფხულისა და ქალთა და მამაკაცთა შემოდგომა/ზამთრის 2021 წლის კოლექციების პრეზენტაციისთვის დაწერა.

რიჩი ჰოუტინმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 50 წლის მუსიკოსი საკუთარ სახელთან ერთად, ორ ფსევდონიმს: F.U.S.E და Plastikman იყენებს. არტისტს ამ დრომდე 20-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ ჰოუტინმა ელექტრონული მუსიკის დაჯილდოებაზე DJ Awards საუკეთესო ტექნო არტისტის კატეგორიაში სამჯერ გაიმარჯვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული