Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ სტივენ კოლბერის შოუში კომპოზიცია Battery შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Metallica სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. ბენდის რიგით მესამე ალბომის Master of Puppets 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით კოლექტივმა გადაცემაში ამ ჩანაწერში შესული კომპოზიცია Battery შეასრულა.

ნახეთ: Metallica-ს ჰიტი Enter Sandman კომპანია Ford-ის ახალ რეკლამაში

ლარს ულრიხი: მომავალი ალბომი საუკეთესო იქნება, რაც კი Metallica-ს ამ დრომდე შეუქმნია

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. "მეტალიკას" ამ დროისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული