Thumbnail

ლიამ პეინმა გაამხილა, ვინ ურჩია სოლო კარიერის დაწყება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრი, ლიამ პეინი პოდკასტ FIFA PlayOn-ის ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ. გადაცემის ბოლო ეპიზოდში მან საკუთარი სოლო კარიერის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ დამოუკიდებელი მოღვაწეობის დაწყება ცნობილმა მუსიკოსმა, რობი უილიამსმა ურჩია, რომელმაც, თავის მხრივ, ბენდი Take That 1995 წელს დატოვა.

ნახეთ: ლიამ პეინის ფეშენებელური სახლი კალიფორნიაში

"ბოიბენდის დატოვებასა და სოლო კარიერის დაწყებაზე რობი უილიამსთან ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. სასიამოვნოა გვერდზე ისეთი ადამიანის ყოლა, ვისაც ეს ყველაფერი თავად გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოღვაწეობის დასაწყისებს შორის განსხვავება თითქმის ორი ათწლეულია, მუსიკის ინდუსტრიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ყველაფერი თითქმის იგივე დარჩა. რობი ჩემთვის ყოველთვის დიდი შთაგონების წყარო იყო", - ამბობს პეინი.

ჯგუფმა One Direction დროებითი შემოქმედებითი პაუზა 2016 წელს აიღო და უკვე მეხუთე წელია, არაფერი შეუქმნია. თავად ლიამს სოლო კარიერის ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელმაც 2017 წელს ამერიკასა და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი დაიმსახურა. 2019 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი LP1 ჩაუშვა გაყიდვაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული