Thumbnail

მოუსმინეთ: პიჯეი ჰარვი კომპოზიციის Shame დემო ვერსიას აქვეყნებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი როკ მუსიკოსი, პიჯეი ჰარვი კომპოზიციის Shame დემო ვერსიას აქვეყნებს. სინგლი არტისტის მიერ 2004 წელს გამოცემულ, რიგით მეექვსე ალბომის Uh Huh Her განახლებულ ვერსიაში შევა, რომელსაც ჰარვი ვინილის სახით 30 აპრილს ჩაუშვებს გაყიდვაში.

მოუსმინეთ: პიჯეი ჰარვიმ მესამე ალბომის To Bring You My Love დემო ვერსია გაავრცელა

მოუსმინეთ: პიჯეი ჰარვიმ სადებიუტო ალბომის Dry ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

პოლი ჯინ ჰარვიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს ჯონ პერიშის ჯგუფში Automatic Dlamini დაიწყო. 1991 წელს მუსიკოსი ბენდიდან წავიდა და ტრიო სახელწოდებით PJ Harvey ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც ორი სტუდიური ჩანაწერი Dry და Rid of Me გაავრცელა. 1993 წლიდან შემსრულებელმა სოლო კარიერა დაიწყო. არტისტის დისკოგრაფია ცხრა სოლო და ჯონ პერიშთან ერთად გამოშვებულ ორ კოლაბორაციულ ალბომს აერთიანებს. ჰარვის განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა This Is Love, Down By The Water და Good Fortune, ასევე ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოსთან, ნიკ ქეივთან ერთად ჩაწერილმა კომპოზიციამ Henry Lee მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული