Thumbnail

Tekashi 6ix9ine განმარტავს, როგორ დაიკლო წონაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებს იყო ჩამოშორებული და ახალ მუსიკასაც არ ავრცელებდა, რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ ამის მიზეზი წონაში მატება იყო. ახლახან გამოცემა TMZ-სთან ინტერვიუში მან დააკონკრეტა, როგორ შეძლო სასურველ ფორმაში ჩადგომა.

ნახეთ: რაც გავაკეთე, არ ყოფილა ჩაშვება, ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება

Tekashi 6ix9ine ქარდი ბის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა

"ამისთვის უნდა იშიმშილოთ და ივარჯიშოთ დაუსრულებლად. ადამიანები, რომლებსაც წონაში დაკლება არ სურთ, სულ რაღაცით იმართლებენ თავს. იშიმშილე და ივარჯიშე - ესაა წესი. ნურაფერს შეჭამ. მარტივია. არ მოგატყუებთ, ყოველ მესამე დღეს ვარღვევდი ამ რეჟიმს. ჩემი სისუსტე Gushers-ის ტკბილი ბურთულებია. ყოველ სამ დღეში ერთხელ ვჭამდი მათ. "გუშერსის" გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია", - ამბობს რეპერი.

სიქსნაინის თქმით, წონაში მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხიდან გამოვიდა და სასჯელის მოხდა შინაპატიმრობაში განაგრძო.

"ციხიდან 60 კილოგრამი გამოვედი. როცა შინაპატიმრობაში ვიყავი, ჩინურ კერძებს ვჭამდი დღეში ორჯერ. შედეგად 31 კილოგრამი მოვიმატე", - ამბობს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე ტეკაში გასახდომი აბებისა და კოფეინის ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა.

Tekashi 6ix9ine გასახდომი აბებისა და კოფეინის ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული