Thumbnail

ნახეთ: ბრუნო მარსი და Anderson .Paak კლიპს Leave the Door Open ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ბრუნო მარსი და კალიფორნიელი არტისტი, ანდერსონ ფექი კოლაბორაციული პროექტის Silk Sonic პირველ სინგლს Leave the Door Open და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. კომპოზიცია დუეტის სადებიუტო ალბომში An Evening With Silk Sonic შევა, რომლის გამოცემის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

► 63 წლის ქალს, რომელსაც ეგონა, რომ ბრუნო მარსთან გააბა რომანი, $100 000 გამოსძალეს

პოპვარსკვლავმა ბრუნო მარსმა და კალიფორნიელმა მულტიინსტრუმენტალისტმა, ანდერსონ ფექმა კოლაბორაციული პროექტი Silk Sonic 2021 წელს შექმნეს. მუსიკოსები ამჟამად სადებიუტო ალბომზე An Evening With Silk Sonic მუშაობენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული