Thumbnail

ბილი აილიში: ვერც კი წარმომიდგენია, რომ ვიღაცის დადგენილ ნორმებს უნდა დავემორჩილო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გამოცემა Vogue-თან ინტერვიუში საკუთარ ცხოვრების წესსა და სტილზე ისაუბრა. 19 წლის მომღერლის თქმით, ხალხი არასწორად ფიქრობს, რომ ის საზოგადოდ მიღებული ნორმების დანგრევას სპეციალურად ცდილობს.

ბილი აილიშმა ყოფილი შეყვარებულის ვინაობა და მასთან ურთიერთობის დეტალები გაამჟღავნა

"შესაძლოა, საზოგადოებას ვგონივარ ადამიანი, რომელიც წესებსა და ჩარჩოებს ამსხვრევს, რადგანაც ფიქრობენ, რომ თავად ამ ნორმებს უნდა დაემორჩილონ, მე კი სხვანაირად ვიქცევი. ძალიან კარგია, თუ ვინმეს თავს თავისუფლად ვაგრძნობინებ, გავაკეთებინებ იმას, რაც გულით სურთ და არა იმას, რის გაკეთებასაც მისგან მოელიან. ჩემს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა, არასდროს გამიაზრებია, რომ ჩემგან რაღაც ქმედებას ელოდნენ. ვერც კი წარმომიდგენია, რომ რაღაც ნორმებს და წესებს უნდა მივყვე. ჩემთვის ეს ნამდვილად არავის უსწავლებია, ამიტომ ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა", - ამბობს ბილი.

ბილი აილიში ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული