Thumbnail

6ix9ine: რაც გავაკეთე, არ ყოფილა ჩაშვება, ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ნიუ იორკელმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა შარშან 47-წლიანი პატიმრობა გამოძიებასთან თანამშრომლობის გზით აირიდა. თუმცა, კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრების დასმენის გამო არაერთი კოლეგის კრიტიკა დაიმსახურა, რის გამოც მას ე.წ. ჩამშვებს უწოდებდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით არტისტმა კიდევ ერთხელ გამოცემა TMZ-ისთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას უსამართლოდ მიაწებეს დამსმენი ადამიანის იარლიყი.

ნახეთ: მიკ მილი და ტეკაში სიქსნაინი ერთმანეთს ღამის კლუბთან დაუპირისპირდნენ

50 Cent: ტეკაშისთან ტრეკს აღარ ჩავწერ, ჩაშვება ჩემს გაგებას ეწინააღმდეგება

"თქვენივე მედიის თანამშრომელმა რომ გაგიტაცოთ, ეს მისი მხრიდან გამოჩენილი ერთგულება იქნება? ან, თუ შენივე გამომუშავებულ ფულს თანამშრომელი გპარავს, ეს ერთგულებაა? დაპირისპირება უამრავ ადამიანთან მქონია დასავლეთ სანაპიროზე, ჰიუსტონსა თუ ჩიკაგოშიც, მაგრამ არცერთ მათგანს ზიანი ნამდვილად არ მოუყენებია. მე გამიტაცა ჩემივე ხალხმა. რაც გავაკეთე, არ ყოფილა ჩაშვება, ეს იყო ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება. გავაანალიზე, რომ ღმერთმა მომცა საშუალება, ჩემივე ბალახი გამეკრიჭა, რათა მის ქვეშ გველები აღმომეჩინა", - განაცხადა მუსიკოსმა.

ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული