Thumbnail

ფრანგული სინთპოპ დუეტი Double Mixte და კანადური ჯგუფი Desire ახალ სინგლს Future Lights ავრცელებენ. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი პროექტის Chromatics დამაარსებელი, ჯონი ჯიუელი გახლავთ.

მოუსმინეთ: Desire - Zeros

Double Mixte პარიზში 2017 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯონი ჯიუელის ლეიბლზე Italians Do It Better სადებიუტო ალბომი Romance Noire გამოაქვეყნეს.

Desire კი ქალაქ მონრეალში 2009 წელს შეიქმნა. ამავე წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი "II" გაავრცელა. კოლექტივის შემადგენლობაში, მეგან ლუისთან ერთად, ცნობილი ბენდის Chromatics წევრები: ჯონი ჯიუელი და ნეთ უოქერი შედიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული