Thumbnail

Billboard ჩარტების შედგენისას ფეისბუქის ნახვებსაც დაითვლის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

27 მარტიდან გამოცემა Billboard თავისი ჩარტების Hot 100, Billboard 200, Artist 100 და Billboard Global 200 მონაცემებს ფეისბუქზე განთავსებული ოფიციალური ვიდეოების ნახვების რაოდენობასაც დაამატებს. ჩაითვლება არა რიგითი მომხმარებლის მიერ ატვირთული, არამედ მხოლოდ შესაბამისი ვერიფიკაციის მქონე კლიპების მაჩვენებლები.

"მუსიკის ხელმისაწვდომობა და მისი მოხმარება სხვადასხვა პლატფორმაზე უფრო და უფრო იზრდება. მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის მასშტაბით ფეისბუქზე განთავსებული ოფიციალური, ლიცენზირებული ვიდეოების ნახვების შედეგებს "ბილბორდი" თავის ჩარტებში დაამატებს", - აცხადებს კომპანია Charts & Data, რომელიც გამოცემის ჩარტებზე მუშაობს.

ფეისბუქმა სოციალურ ქსელში ოფიციალური ვიდეოების განთავსება 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. მას შემდეგ პლატფორმაზე არაერთი ცნობილი არტისტის ნამუშევრის პრემიერა შედგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული