Thumbnail

ნახეთ: დრეიქმა ახალ ტრეკზე What's Next ვიდეორგოლი გადაიღო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა წარმომადგენელმა, დრეიქმა ახალგავრცელებული სამტრეკიანი სტუდიური ნამუშევრის Scary Hours 2 პრომოუშენის ფარგლებში, კომპოზიციაზე What's Next გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერები Maneesh და Supah Mario არიან.

მოუსმინეთ: დრეიქმა ჩანაწერი Scary Hours 2 გამოაქვეყნა

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, დრიზი (არტისტის მეტსახელი) მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული