Thumbnail

გრემის მფლობელი ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper, მსმენელს რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჩიკაგოელმა მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია The Heart & The Tongue და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. ჯონათანთან ერთად ჩანაწერის პროდიუსერი DexLvL გახლავთ.

ნახეთ: Chance The Rapper-მა საშობაო კონცერტი Chi-Town Christmas გამართა

ნახეთ: Chance The Rapper-მა რალფ ლორენის მაღაზიაში კონცერტი გამართა

ნახეთ: ჯიმი ფელონის შოუში Chance The Rapper და G Herbo ტრეკს PTSD ასრულებენ

ჯონათან ბენეტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში სადებიუტო ალბომი The Big Day, ასევე, ოფიციალური მიქსტეიპები 10 Day, Acid Rap და Coloring Book შედის. არტისტის კოლეგების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ბენეტი ლეიბლებთან კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ გეგმავს. 2017 წლის გრემის დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მუსიკოსის ნამუშევარმა Coloring Book წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული