Thumbnail

BTS-მა 2020 წელს მუსიკალური საქმიანობით ყველა არტისტზე მეტი გამოიმუშავა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) გასული წლის ყველაზე გაყიდვადი არტისტების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, 2020 წელს მათი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტჯერ იყიდეს, გადმოწერეს და მოისმინეს სხვადასხვა სტრიმინგ სერვისზე. "ბითიესმა", რომელიც ამ ჩამონათვალში ლიდერ პოზიციაზე მყოფი პირველი არაინგლისურენოვანი პროექტია, ისეთი მუსიკოსები ჩამოიტოვა, როგორებიც არიან: წინა წლის ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი, ასევე უიქენდი, ბილი აილიში, ემინემი, არიანა გრანდე და სხვები.

რადიოწამყვანს, რომელმაც BTS კორონავირუსს შეადარა, რასიზმში ადანაშაულებენ

BTS-ის წევრების კოსტიუმებში აუქციონზე ნავარაუდებზე 8-ჯერ მეტი გადაიხადეს

"BTS გლობალური მოვლენაა. კოლექტივს კიდევ ერთი გამორჩეული წელი ჰქონდა. ბიჭები ახერხებენ იმ ძალის დემონსტრირებას, რომელიც მუსიკას გააჩნია ხალხისთვის სიამოვნებისა და ბედნიერების მისანიჭებლად", - განაცხადა IFPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენსის მურმა.

2020 წლის ყველაზე გაყიდვადი არტისტების ათეული ასეთია:

"ბითიესის" ლეიბლის, Big Hit Entertainment-ის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები 36%-ით გაიზარდა და $676 მილიონი შეადგინა.

არტისტები, რომლებზეც 2020 წელს ტვიტერზე ყველაზე ხშირად საუბრობდნენ

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული