Thumbnail

კომპოზიცია, რომელიც Tyler, The Creator-მა "კოკა კოლას" რეკლამისთვის დაწერა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელმა კალიფორნიელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახალი კომპოზიცია Tell Me How გამოაქვეყნა. ნამუშევრის პროდიუსერი თავად ტაილერი გახლავთ. ჩანაწერი გამაგრილებელი სასმელის, "კოკა კოლას" სარეკლამო ვიდეორგოლისთვის შეიქმნა, რომელიც კომპანიამ თებერვალში გაავრცელა.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანიამ MTV შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული