Thumbnail

მოუსმინეთ: დრეიქმა ჩანაწერი Scary Hours 2 გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ტორონტოელმა მუსიკოსმა, დრეიქმა ახალი EP სახელწოდებით Scary Hours 2 გაავრცელა. დრიზის (არტისტის მეტსახელი) ნამუშევარი სამ კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში მან კოლეგებთან, ლილ ბეიბისა და რიკ როსთან ითანამშრომლა. ამ დრომდე უცნობია, როდის გამოქვეყნდება დრეიქის მომავალი ალბომი Certified Lover Boy, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში უნდა გამოსულიყო.

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

ემინემი დრეიქს: იცოდე, ერთ დღეს შენც შეგაქცევენ ზურგს

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpion კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული