Thumbnail

მოუსმინეთ: Kings of Leon ახალ ალბომს When You See Yourself ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი Kings of Leon ახალ, რიგით მერვე ალბომს When You See Yourself ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 11 კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსებმა მის ერთ-ერთ სინგლზე Stormy Weather გადაღებული კლიპიც გამოაქვეყნეს.

ნახეთ: Kings of Leon კომპოზიციაზე Echoing გადაღებულ კლიპს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ Kings of Leon ერთ-ერთი პირველი ბენდი გახდა, რომელმაც ალბომი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენის (NFT) სახითაც გაავრცელა. NFT კრიპტოვალუტის სახეობაა. მუსიკოსების შემთხვევაში უნიკალური ტოკენები კომპოზიციებთან ერთად ალბომის ალტერნატიულ ყდებს, საარქივო ფოტოებს და სხვა კონტენტს აერთიანებს. კოლექტივი 50 დოლარად შეფასებული ტოკენის მყიდველებს ლიმიტირებული რაოდენობით გამოცემულ ვინილსაც Golden Eye სთავაზობს.

Kings of Leon ქალაქ ნეშვილში 1999 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Youth & Young Manhood გაავრცელა. 4 გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა: Sex on Fire, Use Somebody და Notion მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული