Thumbnail

მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა Outfront სადებიუტო ალბომი Once Upon A Time გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა Outfront სადებიუტო ალბომი Once Upon A Time გაავრცელა. ჩანაწერში სულ 13 კომპოზიცია შევიდა. ნამუშევრის პროდიუსინგი ბენდის გიტარისტს, სოლომონ გეგეშიძეს ეკუთვნის.

Outfront 2013 წელს ჩამოყალიბდა. 2015-დან არტისტებმა დაკვრა ბარებში, ანდერგრაუნდ კონცერტებსა და სხვადასხვა ფესტივალზე დაიწყეს. კოლექტივში ამჟამად ხუთი წევრია: ავთო სამხარაძე (ვოკალი/გიტარა), ავთო თურმანიძე (გიტარა), კახი ბილანიშვილი (დრამი), ბესო წიკლაური (ბას გიტარა) და სოლომონ გეგეშიძე (გიტარა).

კომენტარები

ბოლოს დამატებული