Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენი კლარკმა, სასცენო სახელით St. Vincent, ახალი კომპოზიცია Pay Your Way In Pain და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მეექვსე ალბომში Daddy's Home შევა, რომელსაც ენი 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 14 მარტს გამოაქვეყნებს.

ნახეთ: St. Vincent-მა The Beatles-ის კომპოზიცია Martha My Dear შეასრულა

მოუსმინეთ: St. Vincent-მა კომპოზიციის New York განახლებული ვერსია გაავრცელა

St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის ორი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული