ცნობილი ამერიკელი ჯაზ შემსრულებელი, ლონი სმიტი ვიზუალურ ნამუშევართან ერთად შოტლანდიელი მუსიკოსის, Donovan-ის კომპოზიციის Sunshine Superman ქავერ ვერსიას ავრცელებს. ჩანაწერში ლეგენდარული არტისტი, იგი პოპი მონაწილეობს. სინგლი სმიტის მომავალ ალბომში Breathe შევა, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს გამოიცემა.
► ნახეთ: იგი პოპმა კლიპი Do Not Go Gentle Into That Good Night გაავრცელა
Sunshine Superman დონოვანმა 1966 წელს გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე რიგით მესამე ალბომში შედის. სიმღერამ გამოსვლისთანავე აშშ-ის ჩარტებში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა.
ლონი სმიტი 1960-იან წლებში ლეგენდარული ჯაზ შემსრულებლის, ჯორჯ ბენსონის კვარტეტში ელექტრონულ ორღანზე Hammond B3 უკრავდა. ამის შემდეგ მუსიკოსმა საქსოფონისტ ლუ დონალდსონთან ერთად რამდენიმე ალბომი ჩაწერა. სმიტს ამ დრომდე 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.
კომენტარები