Thumbnail

დრეიქის ახალი ჩანაწერი Scary Hours ხვალ გამოიცემა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა, რომლის ახალ ალბომსაც Certified Lover Boy თაყვანისმცემლები მიმდინარე წლის იანვარში ელოდნენ, სხვა სტუდიური ნამუშევარი დააანონსა. შემსრულებლის EP სახელწოდებით Scary Hours ხვალ, 5 თებერვალს გამოიცემა. არტისტმა ეს ინფორმაცია და ჩანაწერის გარეკანი ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

ემინემი დრეიქს: იცოდე, ერთ დღეს შენც შეგაქცევენ ზურგს

ჯერჯერობით უცნობია, ისევ აპირებს თუ არა მუსიკოსი დაანონსებული სტუდიური ალბომის Certified Lover Boy გამოშვებას.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული