Thumbnail

ნორვეგიელმა მუსიკოსმა, მარი ულვენ რინგჰაიმმა, სასცენო სახელით girl in red, ახალი სიმღერა Serotonin გაავრცელა. კომპოზიციის ერთ-ერთი პროდიუსერი ამერიკელი ვარსკვლავის, ბილი აილიშის ძმა, ფინიასი გახლავთ. ტრეკი girl in red-ის სადებიუტო ალბომში If I Could Make It Go Quiet იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა.

ნახეთ: girl in red - rue

მარი ულვენ რინგჰაიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ამავე წელს პლატფორმა Souncloud-ზე ატვირთულმა სინგლმა I Wanna Be Your Girlfriend მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ლგბტ თემის წარმომადგენელია და მისი სიმღერების დიდი ნაწილი სწორედ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებსა და მის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული