Thumbnail

იაპონელი ვიბრაფონისტი და კომპოზიტორი, მასაიოში ფუჯიტა ახალ კომპოზიციას Thunder და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში Bird Ambience შევა, რომელიც მიმდინარე წლის 28 მაისს გამოიცემა.

იაპონელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. ბერლინში 13-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მასაიოში ჰიოგოს პრეფექტურაში მდებარე მთიან სოფელ კამიჩოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა, მუსიკა ბუნებაში შეექმნა. 2010 წელს მან სადებიუტო ალბომი Bird, Lake, Objects გამოაქვეყნა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მის კარიერაში აღსანიშნავია გერმანელ ელექტრონულ არტისტ იან იელინეკთან თანამშრომლობა, რამაც მსოფლიოში ექსპერიმენტული მუსიკის მსმენელთა ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული