Thumbnail

უილ სმიტი: შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა და მსახიობმა, უილ სმიტმა პოდკასტ Pod Save America-ში სტუმრობისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს. არტისტის თქმით, მას სჯერა, რომ ხალხს სრულ ჰარმონიაში ცხოვრება შეუძლია.

ნახეთ: ჯეიდენ სმიტმა კომპოზიციაზე Photograph კლიპი გადაიღო

"პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. ოპტიმისტი ვარ, იმედიანად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ადამიანებს ერთმანეთის გაგება ისე შეუძლიათ, რომ სრულ ჰარმონიაში ვიცხოვრებთ. ამაში მე ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტან, გავაგრძელებ ხელოვნების გზით, როგორც მუსიკოსი და მსახიობი, თუ წავალ პოლიტიკაში, ეს ჯერჯერობით არ ვიცი", - ამბობს სმიტი.

აღსანიშნავია, რომ უილ სმიტმა პოლიტიკური მოღვაწეობის სურვილი ჯერ კიდევ 2015 წელს, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოთქვა. მაშინ არტისტი ამბობდა, რომ თუ ის ქვეყანას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისგან იხსნიდა, მზად იყო, თავად ეყარა კენჭი.

უილ სმიტმა მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში ჰიპ ჰოპ დუეტში DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince მოღვაწეობით დაიწყო და გრემის პირველი ორი ჯილდოც მის შემადგენლობაში მოიპოვა. მას საყოველთაო აღიარება 1990 წელს ტელეკომპანია NBC-ის სერიალში The Fresh Prince of Bel-Air მონაწილეობამ მოუტანა, რის შემდეგაც მოკლემეტრაჟიან ფილმებში გადაინაცვლა. სმიტი კარიერის განმავლობაში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარზე ორჯერ იყო წარდგენილი ფილმებისთვის Ali და The Pursuit of Happyness. არტისტს ოთხი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. მას ბოლო ორი გრემი ფილმისთვის Men in Black დაწერილი ამავე სახელწოდების მქონე ტრეკისთვის და კომპოზიციისთვის Gettin' Jiggy wit It აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული