Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფის, Vampire Weekend-ის ყოფილი წევრი, როსტამ ბათმანგლიჯი, სასცენო სახელით Rostam, ვიზუალურ ნამუშევართან ერთად, ახალ კომპოზიციას 4Runner ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე სოლო ალბომში Changephobia შევა, რომელიც მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Rostam - These Kids We Knew

როსტამ ბათმანგლიჯმა შემოქმედებითი კარიერა ჯგუფში Vampire Weekend 2006 წელს დაიწყო. კოლექტივთან ერთად სამი ალბომის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს არტისტმა ბენდი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა პირველი დამოუკიდებელი სტუდიური ჩანაწერი Half-Light გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული