Thumbnail

Maroon 5-ის ადამ ლევინი: მუსიკალური ჯგუფები თითქმის აღარ არსებობენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Maroon 5-ის ვოკალისტი, ადამ ლევინი, ბენდის ახალი კომპოზიციის Beautiful Mistakes პრომოუშენის ფარგლებში რადიოსადგურ Apple Music 1-ს სტუმრობდა. სხვადასხვა თემაზე საუბრისას, არტისტმა თანამედროვე მუსიკაზეც გააკეთა აქცენტი და დანანებით აღნიშნა, რომ დღესდღეობით შოუბიზნესში ძირითადად სოლო არტისტები დომინირებენ და ბენდები თითქმის აღარ არსებობენ.

► ნახეთ: Maroon 5 - Beautiful Mistakes Ft. Megan Thee Stallion

"ჩემს პატარა შვილს კლიპებს ვაყურებინებ ხოლმე. სახალისოა, როცა წარსულს იხსენებ, ხელახლა უსმენ კომპოზიციებს და უყურებ ვიდეორგოლებს. ხშირად ავრილ ლავინის სიმღერებს ვურთავ. მისი ტრეკი I'm With You მატირებს. ვეღარ ვუსმენ ისე, როგორც ადრე, რადგან მაშინ სხვა პერიოდი იყო, ვიზრდებოდი. როდესაც Maroon 5-ის პირველი ალბომი გამოვუშვით, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა სხვა მუსიკალური ჯგუფები. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბენდები აღარ არსებობენ, ისინი მოკვდნენ, რაც ძალიან მასევდიანებს. სოლო არტისტები დომინირებენ. ცხადია, რამდენიმე კოლექტივი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, ისინი მეინსტრიმში არ არიან", - ამბობს ადამ ლევინი.

გრემის მფლობელი კოლექტივი Maroon 5 ლოს ანჯელესში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ბენდს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Sugar, This Love, Moves Like Jagger მოუტანეს. 2016 წელს არტისტები საქართველოშიც იმყოფებოდნენ. მუსიკოსებმა კონცერტი ბათუმში გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული