Thumbnail

ნახეთ: The Vaccines-მა Waxahatchee-ის კომპოზიციის Fire ქავერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ინდი როკ ჯგუფმა The Vaccines ვიდეორგოლთან ერთად ამერიკელი მუსიკოსის, ქეითი ქრაჩფილდის, პროექტით Waxahatchee, კომპოზიციის Fire ალტერნატიული ვერსია გაავრცელა. სინგლი კოლექტივის ქავერების EP-ში სახელწოდებით Cosy Karaoke შევა, რომელიც 5 მარტს გამოიცემა.

ნახეთ: The Vaccines კეისი მასგრეივსის კომპოზიციის High Horse ქავერს ავრცელებს

სიმღერა Waxahatchee-ის რიგით მეხუთე ალბომში Saint Cloud შედის, რომელიც 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა.

The Vaccines ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. კარიერის საწყის ეტაპზე მუსიკოსები ისეთი ჯგუფების კონცერტებს ხსნიდნენ, როგორებიც არიან: The Rolling Stones, Arcade Fire, Arctic Monkeys, The Stone Roses, Red Hot Chili Peppers, Muse და სხვები. 2011 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი What Did You Expect from The Vaccines? გამოსცა, რომელიც ბრიტანეთში წლის ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარი გახდა. 2018 წელს კოლექტივმა რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Combat Sports გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული