Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Ratboys ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალ კომპოზიციას Go Outside ავრცელებს. "ეს უდარდელი და ამავდროულად სევდიანი სიმღერაა იმაზე, თუ როგორ ძალიან გვსურს მოგზაურობა და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში კარგად ვერ გავიაზრეთ, რომ ერთმანეთის ნახვას ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შევძლებდით", - ამბობენ მუსიკოსები. აღსანიშნავია, რომ არტისტებმა სიმღერის გამოშვება რიგით მესამე ალბომის Printer's Devil იუბილეს დაამთხვიეს.

Ratboys ქალაქ ჩიკაგოში 2010 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი AOID გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე სამი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული