Thumbnail

ნახეთ: Queen-მა სმარტფონებისთვის თამაში Rock Tour გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen ბენდის დაარსებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიებთან Universal Music Group და Gameloft თანამშრომლობით, სმარტფონებისთვის თამაში Queen: Rock Tour გამოუშვა. მოთამაშეს საშუალება ექნება, მსოფლიოში ცნობილი 10 საკონცერტო დარბაზიდან სასურველი აირჩიოს, კონცერტი გამართოს, ინსტრუმენტზე დაუკრას და "ქუინის" შემოქმედებიდან 20 კომპოზიცია შეასრულოს, მათ შორის ჰიტები: Bohemian Rhapsody, We Will Rock You და We Are the Champions.

უნდა შეეცვალა თუ არა ჯორჯ მაიკლს ფრედი მერკური - როჯერ ტეილორის პასუხი

Queen-ის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე ფრედი მერკურისთან ერთად

Queen: ადამ ლამბერტთან ერთად ახალი სიმღერის ჩაწერა ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა

მოთამაშეს აგრეთვე შეეძლება, ჯგუფის წევრებს 40-მდე სამოსი მოარგოს, გააკეთოს ბენდის შესახებ ქვიზები და იხილოს ექსკლუზიური ფოტოები "ქუინის" არქივიდან. თამაში ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული