Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა პროდიუსერმა და რეპერმა, ჰარუტ მარტიროსიანმა, ფსევდონიმით Haru, ახალი კომპოზიცია Domino Effect გამოაქვეყნა. ინგლისურენოვანი ჩანაწერის ინსტრუმენტალის, მიქსინგისა და მასტერინგის ავტორი თავად ჰარუთუნი გახლავთ. ეს მუსიკოსის რიგით მეოთხე ტრეკია, რომელსაც თავად ასრულებს.

მოუსმინეთ: Haru - The Sunset

მოუსმინეთ: Haru - Concrete Jungle

მოუსმინეთ: Haru - Set The Bar

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იანი წლებში დაიწყო. ის ადგილობრივი ჰიპ ჰოპ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. შემსრულებელის საავტორო გადაცემამ Represent მსმენელში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან კარიერის განმავლობაში არაერთ ქართველ რეპერთან ითანამშრომლა. მუსიკოსის ცნობილი ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "არ გვაქვს დრო", "რიკოთის გვირაბი" და სხვა. 2018 წელს ჰარუმ ემსის რანგში სადებიუტო ჩანაწერი Set The Bar გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული