ქართული ლეიბლი CES Records ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის, ანუშკა ჩხეიძის კომპოზიციის OCD ვიდეორგოლს ავრცელებს. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი მარიამ ებანოიძე გახლავთ. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე ალბომში Move 20-21 შედის, რომელიც მიმდინარე წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა.
► ნახეთ: ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიციაზე Baked Face შექმნილი კლიპი გაავრცელა
► ნახეთ: ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიციაზე Move, Move კლიპი გადაიღო
ანუშკა ჩხეიძემ შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მუსიკოსი თავდაპირველად სასცენო სახელით AnushKey მოღვაწეობდა. არტისტის პოპულარული კომპოზიციებია: Heavy Notes, Lingotto და სხვა. სადებიუტო ალბომი Halfie მან 2020 წელს გაავრცელა.
კომენტარები