ახალგაზრდა კენტუკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯექმენ თომას ჰარლოუ, სასცენო სახელით Jack Harlow, განაგრძობს სადებიუტო ალბომის That's What They All Say პრომოუშენს და მსმენელს სტუდიური ნამუშევრის სინგლზე 'Route 66' გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჯექმენის ჩანაწერში მისი თანაშტატელი მუსიკოსი EST Gee მონაწილეობს.
► მოუსმინეთ: Jack Harlow სადებიუტო ალბომს That's What They All Say აქვეყნებს
► ნახეთ: Jack Harlow x Big Sean - Way Out
► ნახეთ: French Montana, Jack Harlow და Lil Durk კლიპში Hot Boy Bling
ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში ჰარლოუმ გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That's What They All Say ჩაუშვა.
კომენტარები