Thumbnail

მსმენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ Kodak Black-ს ორეული ჰყავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ციხიდან ახლახან გათავისუფლებული რეპერი, კოდაკ ბლექი ინსტაგრამის ლაივში გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ორეული ჰყავს, რომელიც მისი სახელით აგრძელებს შემოქმედებით აქტიურობას და საზოგადოების წინაშეც კი ჩნდება.

ნახეთ: Lil Yachty და Kodak Black კლიპს Hit Bout It ავრცელებენ

მოუსმინეთ: Kodak Black - Every Balmain

"რატომ არ აქვს კოდაკისნაირი ხმა, ეს რა ჯანდაბააო - ამბობენ. აბა, ვისნაირი ხმა მაქვს? ეს ორეულის ჭორები უკვე ჩემს ნერვებზე მოქმედებს. აქამდე არ ვბრაზდებოდი, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს", - ამბობს რეპერი.

მას შემდეგ, რაც კოდაკ ბლექმა საპატიმრო დატოვა, ინტერნეტმომხმარებლები მის ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებენ და ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ის მუსიკოსი არაა.

"არ არსებობს - კოდაკ ბლექის ორეული".

"ნამდვილად არ არის კოდაკი. სულ სხვა აურა აქვს ამ ადამიანს და განსხვავება გარეგნობაშიც თვალსაჩინოა".

"უკვე მართლა ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ეს ნამდვილი კოდაკი არ არის", - წერენ ტვიტერზე.

თეორიები ორეულების შესახებ ინტერნეტში სიახლეს არ წარმოადგენს. როგორც წესი, მსგავსი მითქმა-მოთქმა მაშინ იწყება, როცა ცნობილი ადამიანები პაუზის შემდეგ უბრუნდებიან საჯარო ცხოვრებას. ასე მოხდა წლების წინ კანადელი მუსიკოსის, ავრილ ლავინის და ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Gucci Mane-ის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი ციხიდან 2016 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მისი ძველი და ახალი სურათების შედარება დაიწყეს.

Kodak Black-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კოდაკ ბლექმა ციხის დატოვების შემდეგ რეპერ Lil Yachty-ს ვიდეორგოლში Hit Bout It მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული