Thumbnail

ნახეთ: ნიკ ჯონასმა SNL-ში კომპოზიცია Spaceman შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ნიკ ჯონასი სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში გასულ კვირას გამოცემული კომპოზიცია Spaceman შეასრულა. სინგლი არტისტის რიგით მეოთხე, ამავე სახელწოდების მქონე სოლო ალბომში შევა, რომელიც 12 მარტს გამოიცემა.

ნიკ ჯონასი საზოგადოებამ Jonas Brothers-თან ერთად გაიცნო, რომელიც 2005 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივმა პოპულარობა ტელეარხ "დისნეის" სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ბენდი დაიშალა. 6 წლის შემდეგ კი ჯგუფი თაყვანისმცემლებს კვლავ დაუბრუნდა. კარიერის განმავლობაში მათ 17 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხეს. ძმებს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა SOS და When You Look Me In The Eyes მოუტანა. რაც შეეხება ნიკ ჯონასის სოლო კარიერას, მუსიკოსს ამ დრომდე 3 სოლო ალბომი აქვს გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული