Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

28 თებერვალს ოქროს გლობუსის 78-ე დაჯილდოება გაიმართა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ შერჩეული, 2020 წლის საუკეთესო ამერიკული სატელევიზიო პროექტებისა და ფილმების გამოსავლენად ღონისძიება ორ ლოკაციაზე - კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე მდებარე სასტუმროში Beverly Hilton და ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ღონისძიებების დარბაზში Rainbow Room ჩატარდა. მაყურებლებს ცერემონიის ხილვა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში შეეძლოთ. ნომინანტებს შორის იყვნენ ცნობილი მუსიკოსებიც, ისინი კამერების წინ ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებული სამოსით გამოჩნდნენ.

ოქროს გლობუსის მუსიკალურ ნომინაციებში გამარჯვებულები ცნობილია

Jared Leto

პოპულარული ამერიკული ჯგუფის 30 Seconds to Mars ფრონტმენი, ჯარედ ლეტო, რომელიც ფილმში The Little Things მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის იყო ნომინირებული, კამერების წინაშე Gucci-ს კოსტიუმით გამოჩნდა.

H.E.R.

ამერიკელმა არტისტმა, გაბრიელა უილსონმა, რომელიც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინანტებს შორის იყო, ღონისძიებისთვის Valentino-ს სამოსი შეარჩია.

Cynthia Erivo

ბრიტანელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, სინტია ერივომ Valentino-ს კაბა მოირგო 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის მაღალი მოდის, ე.წ. ოტ კუტურის კოლექციიდან.

Leslie Odom Jr.

ამერიკელმა მომღერალმა და და მსახიობმა, ლესლი ოდომ ჯუნიორმა, რომელმაც პოპულარობა მიუზიკლში Hamilton მონაწილეობით მოიპოვა, Valentino-ს კოსტიუმი მოირგო, რომელსაც Bulgari-ს საათი შეუხამა.

Awkwafina

რეპერი Awkwafina სცენაზე Gucci-ს კაბით გამოვიდა.

Andra Day

მუსიკოსმა და მსახიობმა, ანდრა დეიმ კი Chanel-ის თეთრი კაბა მოიხდინა.

 

 

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული