Thumbnail

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქულიო მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 57 წლის კომპტონელმა ემსიმ ახალი კომპოზიცია Out Fa The Bag და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. თანამედროვე ჟღერადობის ჩანაწერში ქულიოსთან ერთად მისი ახალგაზრდა კოლეგები AI და C.L.A.Y. მონაწილეობენ.

კალიფორნიელმა რეპერმა, პროდიუსერმა, მსახიობმა და პროფესიონალმა მზარეულმა მუსიკალური კარიერა 1987 წელს დაიწყო. კომერციული წარმატება რეპერის პირველმა სამმა ალბომმა დაიმსახურა, რომლებიც 1994-1997 წლებში გამოიცნენ. ქულიო ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის Gangsta's Paradise ავტორია. 1995 წელს ხსენებულმა ტრეკმა გრემის ჯილდო მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული