Thumbnail

სიმღერა, რომელიც V-ის ალბომის ნაცვლად, BTS-ის ნამუშევარში BE შევიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS თავისი ბოლო ალბომის BE შექმნის პროცესის ამსახველი ვიდეომასალის BE-hind Story თიზერი გაავრცელა. მასში ნაჩვენებია, როგორ იღებენ ინტერვიუებს კოლექტივის წევრები ერთმანეთისგან. კიმ თეჰიონს, იგივე V-ს კითხვები შუგამ დაუსვა, რა დროსაც ვიმ გაამხილა, რამდენი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი მის მომავალ მიქსტეიპში.

რაში დახარჯა BTS-ის ჯეი-ჰოუპმა $136 000 საკუთარ დაბადების დღეზე

BTS-ის წევრებს ჰკითხეს, როგორია მათთვის პოპულარობა

"ჩემს მიქსტეიპში დაახლოებით 13 ტრეკი შევა", - ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ ალბომში BE შესული სიმღერა Blue & Grey ვიმ სწორედ თავისი მიქსტეიპისთვის დაწერა.

"ის ჩემი მიქსტეიპისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, მას შემდეგ, რაც სიმღერას კოლექტივის წევრებმა მოუსმინეს, ყველამ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მას ჩვენს ერთობლივ ალბომში შევიტანდითო. თავდაპირველად ის ინგლისურენოვანი იყო და სასწრაფოდ გადავაკეთე ტექსტი კორეულად", - განაცხადა მან BE-ს გამოშვების დღეს ლაივ ჩართვაში.

თაყვანისმცემლები ვის სადებიუტო სოლო ნამუშევრის გავრცელებას 2021 წელს ელიან.

მუსიკოსმა პოპულარობა BTS-ში მოღვაწეობით მოიპოვა. 2013 წელს სეულში ჩამოყალიბებულ კოლექტივს პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული