Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, ჯენ უოსნერი, სოლო პროექტით Flock of Dimes, ახალ კომპოზიციას Price Of Blue და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეორე ალბომში Head of Roses იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 აპრილს გამოიცემა.

ნახეთ: Flock of Dimes - Two

ჯენ უოსნერმა შემოქმედებითი კარიერა 2006 წელს ინდი როკ ჯგუფში Wye Oak დაიწყო. მუსიკოსს კოლექტივთან ერთად 6 ალბომი აქვს გამოცემული. 2012 წელს არტისტმა, ბენდში მოღვაწეობის პარალელურად, სოლო პროექტი Flock of Dimes შექმნა. 2016 წელს მან პირველი სოლო ჩანაწერი If You See Me, Say Yes გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული