ახალგაზრდა მუსიკოსი, რევაზ ხარჩილავა, ფსევდონიმით Bobby Kensei, ახალ ფრისტაილს cryptomnesia ავრცელებს. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი არტისტი თავად გახლავთ.
► მოუსმინეთ: Bobby Kensei - zoominggears
► მოუსმინეთ: Bobby Kensei - + exp
ბობი კენსეიმ შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან არტისტ Gipsy Samurai-სთან (Turbohikari) ერთად პირველი სინგლი "კარამელის სადგური" ჩაწერა. ამის შემდეგ შემსრულებელმა არაერთი კომპოზიცია გაავრცელა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა ნამუშევარმა 5 To 7 მოიპოვა.
კომენტარები